ამის მშესახებ მან მედიასთან კომენტარი სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა:
“უკვე ერთხელ განვაცხადე,რომ როცა მოვიგე არჩევნები ზუგდიდში, ივანიშვილმა შემომითვალა უნდა დამეთმო მოგებული არჩევნები, თუ არა და ის მპირდებოდა დაჭერას. ამ გეგმას მიჰყვება და დღემდე მისდევს ამ გეგმას. პროვოცირებას აკეთებს, რომ თითქოს მე მაქვს ჩადენილი დანაშაული. მე დანაშაული არ ჩამიდენია და არც ჩავიდენდი არასდოს. ეს არის ჩემი ოჯახის მიმართ პოლიტიკური დევნა, შვილებზე, ჩემს ოჯახზე” – განაცხადა ახალაიამ.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახალ გეგმებს აწყობს: “ახლა არხიპო ზის მთაწმინდაზე თბილისის თავზე და ავალებს ამ ბინძურ საქმეებს თავის ვეზირ ჰაკიმ ფაშას.”
