“ველოდებოდი და ვხედავ, რომ სახელმწიფო მანქანა ღიად ჩაერთო პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის წაშლაში. მათი ეს აქტივობა მიმართულია ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ეს ბრძოლა იმდენად გააფთრებულია, რომ ,,ადამიანთა უფლებების დამცველი,, ბესელია თავგამოდებით იცავს პროკურატურას!” – აცხადებს გოგი თათუხაშვილი. 


“შალვას გატაცებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, ჩემი ქვემოთ მოყვანილი განცხადების შემდეგ, პროკურატურა იძულებული გახდა იმავე დღეს ჩაეტარებინა ჩემი შვილის ინსცენირებული ,,გაქცევა,, სახლის ფანჯრიდან. არადა, როგორც ამტკიცებენ ოჯახის წევრები, შალვა გავიდა მეორე კარიდან, იმავე მიმართულებით. კარები გვერდიგვერდაა, ერთმანეთისაგან ოთხი მეტრის დაშორებით. რაც შეეხება სახლის ფანჯრებს, იქ აყენია უძრავი გისოსები…
სიცრუეა ისიც, რომ მე მაქვს გაკეთებული მხოლოდ ერთი განცხადება. ამ განცხადების გარდა, მე გავაკეთე რამდენიმე განცხადება 26, 28 თებერვალს და ა.შ. სადაც მოვითხოვდი გატაცებული შალვას გათავისუფლებას. ასევე ვთხოულობდი სისხლის ანალიზის გაკეთებას და სამედიცინო ექსპერტიზას, ვაფრთხილებდი, ,,შალვა ავადაა და ღებულობს მედიკამენტებს. რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ,,იქნებ ეს არ წაგიკითხავთ? (თითქმის ყველა მედიასაშუალებამ გააშუქა)
სამწუხაროა, რომ არ გვიჩვენეთ ,,აღიარებამდე” მიყვანის ფირები, როგორ მიმდინარეობდა დაკითხვა, ვინ ესწრებოდა, რა კანონსაწინააღმდეგო მეთოდები იქნა გამოყენებული. გვიჩვენეთ და შემოიფარგლეთ პროკურატურაში შესვლა- გამოსვლის კადრებით, ეს ხომ ისედაც იცოდა მთელმა საზოგადოებამ. მეტს მე არც ველოდი და ამაზეც გიხდით მადლობას, რომ ჩემი თვალით დავრწმუნდი, რაც ,,აღიარების” კადრებში ნათლად ჩანს- შალვა, შალვა არ არის არც ფიზიკურად, არც მეტყველებით და არც სიარულის მანერით. ათეულობით ადამიანი ადასტურებდა იგივეს. დანარჩენზე მოგვიანებით…
ასევე, ჩემს განცხადებაში მინდა აღვნიშნო, რომ ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ჩემი ნდობით აღჭურვილი პირია. ვიცი, რომ არის მაღალი კლასის პროფესიონალი და მამაცი ადამიანი. არ უშინდება და უპირისპირდება სახელმწიფო მანქანას, რათა გაარღვიოს პროკურატურის ფალსიფიკაცია და საზოგადოებას დაანახოს სიმართლე”– აცხადებს თათუხაშვილი. 


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც შალვა თათუხაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს უსმენდნენ, დაპირისპირების გამო შეწყდა.


კომიტეტის სხდომა დაწყებიდან ბოლო წუთამდე ხმაურის და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო:

“თქვენ არ გაინტერესებთ ეს საქმე და არც კომიტეტის აძლევთ საშუალებას, რომ იმუშაოს. ვისაც აინტერესებს, შემდეგ შევიკრიბებით და გავაგრძელებთ განხილვას. დღეს ამით ვასრულებ სხდომას. კომიტეტი მოგვიანებით გამოაცხადებს, როდის განახლდება სხდომა. თქვენი ბრალია, რომ სხდომას ვერ ვატარებთ,”- მიმართა უმცირესობას ეკა ბესელიამ.

 

თავის მხრივ ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა გამოაქვეყნებს ყველა იმ კითხვას, რომლებზეც პასუხი ვერ მიიღო.

 

შალვა თათუხაშვილი იყო მომწე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციაში დათა ახალაიას, ლევან ქარდასავა და შსს-ს სხვა მაღალი თანამდებობის პირების მხირდან ძალის გადამეტების ფატქზე. 2006 წლის 12 იანვარს „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკვდა სამი ახალგაზრდა: მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.


შალვა თათუხაშვილი 24 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *