16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმში 22 ივლისს მოკლეს. ძიების ვერსიით, რომელიც სასამართლოს საქმის ზედამხედველმა პროკურორმა რამაზ შავაძემ წარუდგინა, მკვლელი ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანი იყო. პროკურატურის ვერსია სასამართლომაც გაიზიარა.

 

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელზე გამოცხადებულია საერთაშორისო ძებნა, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

ძიების ვერსიით დადასტურდა, რომ მკვლელი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ტაქსით მივიდა. ძიების ვერსიით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამ ტაქსში აღმოჩენილი სისხლის ნაკვალევი მარიამ კჩალიძეს ეკუთვნოდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *