კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ ელგუჯა სილაგაძის გარდაცვალების ფაქტზე საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით. მისივე სიტყვებით, გარდაცვლილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლია:

 

“2004 წელს, როგორც კი “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში მოვიდა, დაიწყეს ბანდიტური თავდასხმები საფინანსო და სხვა კომერციულ ობიექტებზე, მათგან ფულის ამოღების მიზნით. კერძოდ, საქართველოს ბანკში შესულმა ჰალსტუხიანმა რეკეტიორებმა პირდაპირ მოითხოვეს 6 მილიონის გადარიცხვა სხვადასხვა ანგარიშებზე, სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილის და სხვა. ეს ყველაფერი საქმეში არსებობს. შემდეგ ბანკი წაართვეს და გურგენიძეს გადაულოცეს, ამის შემდეგ გილაურს აჩუქეს. ამ ნაცადმა ფორმამ კარგად იმუშავა და რა მოუვიდა სტანდარტ ბანკს, ინტელექტ ბანკს, სახალხო ბანკს, კარგად მოგეხსენებათ.”

 

მისივე თქმით, საქართველოს ბანკის საქმეს პეტეიშვილი შეეწირა და ბრძოლა ელგუჯა სილაგაძემ განაგრძო:

 

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქმე დაიძრა, თუმცა სილაგაძეს მრავალწლიანი ნერვიულობის გამო გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა. რა ჰქვია ამას, თუ არა მკვლელობა? ამ მკვლელობის შემოქმედნი თავისუფლები დადიან და, მგონი, პარლამენტის დარბაზშიც სხედან. გამოძიება კვალიფიციურად წარიმართება და არ გამიკვირდება, თუ ერთ დღეს ბორკილებდადებულებს გაიყვანენ პარლამენტის დარბაზიდან”.

 

კოპალიანის თქმით, ის გარდაცვლილის ოჯახის და ლეჩხუმის საზოგადოების მოთხოვნას ასრულებს და მთავარ პროკურორს მოუწოდებს, საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *