შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული თბილისში დააკავეს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,”-წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება სსკ-ს 179-ე ჩაღობის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს. უწყებაში აცხადებენ, რომ პოლიციამ ბრადებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა.
