სერგო რატიანის თქმით, მოვლენები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ ვითარდება, დემოკრატიული პროცესების განვითარებას ხელს არ შეუწყობს:
“მიზანმიმართული დაქვემდებარების განხორციელება გამოიხატა ყოფილი პრემიერი განცხადებაში, როდესაც მან თქვა რომ მეცხრე არხი და საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შეერთებულიყო, შემდეგ მიიღეს კანონი, რომლითაც სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად გაჩნდა ის პრობლემა, რომ თვითონ საბჭო გახდა ნაკლებად ქმედითუნარიანი, იმიტომ რომ მეტ ადამიანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება. ამის შემდეგ განხორციელდა ზეწოლები საბჭოს წევრებზე და რამოდენიმე ადამიანმა დატოვა საბჭო. ამასთან დაკავშირებით შემდეგ კიდევ მიიღეს კანონი და ახლა აცხადებენ კონკურსს, რომელიც 2 თვის მერე უნდა გამოცხადებულიყო. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომლითაც სურთ დაიქვემდებარონ საზოგადოებრივი მაუწყებელი და ეს არ წაადგება ჩვენს დემოკრატიას, არ იქნება მიმართული დემოკრატიული პროცესების განვითარებისკენ.”
მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი საკმაოდ კრიტიკული იყო უმრავლესობის გადაჭარბებული ძალაუფლების მიმართ, ახლა კი მაესტრო გაცილებით დაბალანსებულია:
“ჩვენ ჯერჯერობით გვექნება კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ რომ თავად პროცესი უკვე გასცდა ნორმალურ ჩარჩოებს.”
