მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსანთან ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც   ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.