ორგანიზაციის ცნობით, 10:00 საათისათვის კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს:


“ჩვენს დამკვირვებლებს ამ ეტაპისათვის სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. თუმცა რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს, რომელთა გამოსწორება მალე მოხდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

 

მათივე ცნობით, დაფიქსირებულია ისეთი დარღვევები, როგორიცაა:

  • მარკირების სითხის არქონა საარჩევნო უბნებზე;
  • სიების არევა უბნებზე, ანუ სიების არასწორად მიტანა კონკრეტულ უბანებზე;
  • ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთების პრობლემა;
  • დამკვირვებლების უბანზე არდაშვება;
  • რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების გამოცხადება უბნებზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *