“- ბოლნისის მე-3 უბანზე არ იქნა დაშვებული დამკვრივებელი. მისი თქმით, კომისიის წევრებმა საარჩევნო უბნის კარი ჩაკეტეს და კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. პრობლემა ჩვენი ორგანიზაციის იურისტის ჩარევის შემდეგ მოგვარდა და დამკვირვებელი 7:50 წუთზე იქნა დაშვებული უბანზე;

 

– მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ნინოწმინდაში, 25-ე უბანზეც. “მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელი აქაც ჩვენი იურისტის ჩარევის შემდეგ, მხოლოდ 7:40 წუთზე დაიშვა საარჩევნო უბნებზე;

 

– #40 ახალქალაქის #55 უბანში კომისიის წევრებმა შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც 3 მეტრის რადიუსში რეგისტრატორის მაგიდებთან დამკვირვებლებს არ უშვებენ;

 

– ნინოწმინდის #4 უბანში წილისყრა ჩატარდა დარღვევით; 

 

– გარდა ამისა, ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე მასობრივად აფიქსირებენ ბიულეტენების ნაკლებობას; 

 

– ასევე, საარჩევნო უბნებზე – მარნეულსა და ნინოწმინდში, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჭიროზე ნაკლები საარჩევნო კაბინებია”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *