წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადატანისათვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 500 ლარია, ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 5 000 ლარამდე უნდ გაიზარდოს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი ამბობს, კანონის გამკაცრების მიზანი პრევენციაა:

“კომიტეტმა განიხილა „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილები და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მას. კანონპროექტის დამტკციების შემთხვევაში,  ხე-ტყის უკანონო მოპოვება-გადატანის ფაქტებში შემჩნეული კომპანიებისა თუ კერძო პირების მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება.  სანქციები იმისთვის მკაცრდება, რომ დარღვევის ჩამდენ პირებს მსგავსი საქმიანობის სურვილი დაეკარგოთ”.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ, პრიველი მოსმენით განიხილავს. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *