“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების თანამშრომლები მწვერვალ უშბაზე დაკარგული ორი რუსი ალპინისტის სამძებრო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი ძალები ადგილზეა მობილიზებული.
მწვერვალ უშბისკენ მიმავალი ყველა არსებული მარშრუტის საჰაერო დაზვერვა მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფი ძიებას ხმელეთიდან სრული სამთო აღჭურვილობით აგრძელებენ”,– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ინფორმაცია ალპინისტების დაკარგვის შესახებ 9 სექტემბერს შემოვიდა.
