როგორც ზურაბიშვილმა რუსთავი 2–ს განუცხადა, ცესკოს გადაწყვეტილება მისთვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას:
“ჩვენ იურიდიული ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ. ჩვენ ამჯერად ცესკოს კომპეტენციას ვაყენებთ ეჭვქვეშ, რაც ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხიც ისმება. ახლა უნდა დაინიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და მოვითხოვთ, გადაიხედოს ის არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას”, – აცხადებს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ცესკო ახალ თავმჯდომარეს, სავარაუდოდ, დღეს აირჩევს. შესაბამისი სხდომა საარჩევნო კომისიაში 17:00 საათზეა ჩანიშნული.
