საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით გადაწყდა:


“გადაწყდა, რომ  კომიტეტი განიხილავს სოფელ ჭელაში ქართველ მუსლიმთა თავისუფლების შელახვის აშკარა ფაქტს. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ამ საკითხის განხილვაში, გარდა იმ მთავარი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ უფლებების შელახვაში, იყვნენ ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ მონიტორინგს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი არ დევს. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არ არის ხელსაყრელი საჯარო მსჯელობა, ჩვენ მაინც ვითხოვთ საკითხი განხილული იქნას კომიტეტის ფორმატში. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული კონკრეტული დღე, როდის განიხილება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა კომიტეტმა ეს საკითხი განიხილოს ხუთშაბათს.”

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს კომიტეტი სავარაუდოდ მომდევნო კვირაში განიხილავს:


“კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მივლინებაში იმყოფება, მე კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ტექნიკური საკითხების მოგვარება ვერ მოვახერხე, ამიტომ ჭელას თემას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მომავალ კვირას დაუბრუნდება. ამაში საგანგაშო არაფერია“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *