“ჩვენ ვუყურებთ, თვალყურს ვადევნებთ და ვსწავლობთ, თუ რა არის ეს [ევრაზიული გავშირი] და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ახლოში არა, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება (ვერსად ვერ წავა, ახლოს არიან და ქვეყნებს ერთმანეთი სჭირდებათ), ნატოს წევრიც გახდება და ახლო მეგობარი გახდება ამერიკის. შესაბამისად, როდესაც სწავლობ და უყურებ, მაშინ შეხვალ, შენ თუ გინდა იქ [ევრაზიულ კავშირში], როდესაც ხედავ, რომ საეჭვო აღარაა და შენი ქვეყნისათვის ეს საინტერესო და სასარგებლოა…”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, გლობალურ პოლიტიკაში დღევანდელი მტრები ხვალ მეგობრები არიან და – პირიქით.
“აბა, ნახეთ, რუსეთი და გერმანია დღეს საუკეთესოდ მეგობრობენ. აბა, ნახეთ, რამდენი წელიწადი გავიდა? და როგორი სიტუაცია იყო – მსოფლიო ომი და როგორი ომი თანაც”, – განუცხადა რადიო “თავისუფლებას” ბიძინა ივანიშვილმა.
