
“ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, რომ გაკეთდა ცოტა უცნაური და არაკორექტული განცხადება, როდესაც აფხაზეთი ცალკე მოიხსენიეს და საქართველო ცალკე. მე მგონი, უზუსტობა განცხადებაში დაუშვეს შემთხვევით, თუ ისევ ჟურნალისტებისგან მოდის ეს, არ ვიცი, გასარკვევია.
ეს ხომ სომხებმა გააკეთეს. სომხეთის უშიშროების მინისტრს გაუკეთებია ასეთი განცხადება. ვფიქრობ, რომ მას ან შეეშალა, ან ჟურნალისტებმა ცოტა დაარღვიეს რაღაც…
ჟურნალისტებმა ცოტა დაარღვიეს რაღაც… რაც შეეხება რკინიგზას, აქაც ზოგადად შემიძლია გავაკეთო, პრინციპში, პატარა განმარტება. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და როცა სომხეთში ვიყავი, ეს [სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის] თემა იყო იქ წამოწეული. პრინციპულად ჩვენი პოზიცია ისეთია, რომ, რა თქმა უნდა, რაც მეტია სარკინიგზო თუ სხვა ტიპის ურთიერთობები, ეს კარგია. მაგრამ ამ კონკრეტულ თემას დიდი პოლიტიკა ერთვის თან. ეს გასაგები უნდა იყოს ყველასთვის და, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოებისათვის. შესაბამისად, ჩვენი დამოკიდებულება რკინიგზასთან არის პოზიტიური, რომ რკინიგზა უნდა აღდგეს, მაგრამ უნდა აღდგეს ისეთ სიტუაციაში და ისეთ დროს, რომ აბსოლუტურად გასაგები და მისაღები იყოს ეს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოებისათვის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
