სამართალდამცველებმა დავით ა. და ნოდარ კ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე დააკავეს.

 

როგორც შსს აცხადებს, ნოდარ კ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია „პი-ეს-ემ“-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 ვაზნა. დაკავებული დავით ა-ს საცხოვრებელი ბინიდან, საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველებმა “საიგას” მოდელის 2 შაშხანა, 1 მჭიდი და 3 ვაზნა, ასევე “მაკაროვის” სისტემის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 763 ვაზნა ამოიღეს.

 

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებული კობა მ -ს დაკავება კი მის საცხოვრებელ ბინაში მოხდა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედების დროს სხვადასხვა ტიპის იარაღის ნაწილები და 208 ცალი საბძოლო ვაზნა ამოიღეს.

 

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

 

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს ( სსკს-236 მუხლის 1 და მე-2 ნაწილით) .

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *