პრეზიდენტისა და უფლებადამცველების შეხვედრა სასტუმროში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სუზან რაისი და აშშ–ის ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლი. შეხვედრის დაწყებამდე ბარაკ ობამამ უფლებადამცველების საქმიანობს ღია საზოგადოების შექმნის საკითხში “კრიტიკულად მნიშვნელოვანი” უწოდა.
“მე ძალაინ ამაყი ვარ მათი მუშაობით, კარგი მართველობის ნაწილია სამოქალაქო საზოგადოებისათვის სივრცის შექმნა”–განაცხადა მან.
კანონი, რომელიც გეი “პროპაგანდას” კრძალავს, რუსეთში ივნისის ბოლოს მიიღეს. ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ აღნიშული კანონი გახდა ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ობამას დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრა რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ჩაიშალა. შეხვედრა მიმდინარე კვირაში უნდა გამართულიყო. თუმცა პრეზიდენტებს მოკლე შეხვედრა ჰქონდათ სანქტ–პეტერბურგში, სადაც მედიის შეფასებით დაძაბულობა იგრძნობოდა.
ბარაკ ობამამ მიღებული კანონი არაერთხელ გააკრიტიკა, თუმცა იგი არ ფიქრობს, რომ აშშ–მა სოჭის ოლიმპიურ თამაშებს ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს.
უფლებადამცველებთან შეხვედრა, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართა, ობამას ბოლო ოფიციალური შეხვედრაა G20 ეკონომიკური სამიტის მიმდინარეობის დროს.

