“ბრალდებულმა 6 სექტემბერს, 20:40 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში განახორციელა ზარი ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. სამართალდამცველები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე და შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა”,– ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


შსს აცხადებს, რომ ბრალდებული დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.  გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს 331-ე მუხლით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *