112–ის პრესსამსახურის უფროსი ნინო მიქაუტაძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ უამინდობამ პრობლემები აჭარაში შექმნა, სადაც რამდენიმე ეზო დაიტბორა, ხოლო ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი მოგლიჯა. ადიდდა მდინარე “აჭარის წყალი”.

 

122-ის ცნობით, 4 სექტემბერს, საღამოს საათებში ძველ თბილისში ქარმა ორი ხე მოგლიჯა.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის მხრიდან გავრცელება უნდა დაეწყო ბალტიის ზღვიდან გადმონაცვლებულ ციკლონს და მასთან დაკავშირებულ შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასებს.

 

 “აღნიშნული სინოპტიკური პროცესი გაგრძელდება 5 სექტემბრის გვიან საღამომდე და გამოიწვევს დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ დაწევას, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძალიან ძლიერ წვიმებს, ზოგან სეტყვას, ზღვის ძლიერ ღელვას და ცალკეულ მდინარეებზე ძლიერ წყალმოვარდნებს, გააქტიურდება ღვარცოფი და მეწყერსაშიში უბნები”, – ნათქვამია აღნიშნული უწყების განცხადებაში, რომელიც 3 სექტემბერს გავრცელდა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *