დღეს, 4 სექტემბერს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან დილიდანვე შეიკრიბნენ, დავით უსუფაშვილის მრჩეველი შეხვდა. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, პრობლემის გადაჭრის იმედი არავის მიუცია.

 

“ჩვენ შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს. მე პირადად ისეთი შთაბეჭიდილება დამრჩა, რომ მთავრობა არ არის მზად მოაგვაროს ჩვენი პრობლემები,” -ამბობს ცისანა გაგუა.

 

მისივე თქმით, ეს აქცია პერმანენტულ სახეს მიიღებს:

 

“ჩვენ არ მივატოვებთ აქციებს. ის უფრო ფართომასშტაბიან ფორმებში გადაიზრდება. მთავრობამ უნდა გამოიჩინოს კეთილი ნება და ისე ლამაზად, როგორც ჩვენ მოვიყვანეთ ეს მთავრობა, ასე ლამაზად უნდა გადაწყდეს ჩვენი პრობლემა, მანამ, სანამ ხალხი მართლა თეთრ ხალათებს ჩაიცმევს.”

 

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან “სირცხვილის კორიდორი” გააკეთეს და დეპუტატების გამოსვლას უცდიან.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *