შოთა მალაშხია
შოთა მალაშხია

საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი პუტინის იმ იდეას ამაგრებს, რომელიც “საბჭოთა კავშირის” აღდგენას ეხება: 

 

“პუტინის იდეა არის “საბჭოთა კავშირის” აღდგენა. ეს არ არის ჩემი პოზიცია. პუტინი ხშირად, გამოსვლისას ამბობს, რომ “საბჭოთა კავშირის” დაშლა იყო გეოსტრატეგიული კატასტროფა. ამას იმეორებს რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქი. ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიის პოზიცია. ამისთვის ისინი ხარჯავენ თანხებს, ჰყავთ პოლიტიკური საყრდენები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და, ცხადია, ამ პოზიციას ისინი… წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის ხელისუფლება არაფერია, არის კრიმინალი, კორუფცია და ამ იდეით კვებავს თავის საზოგადოებას. ეს იდეა რომ მოეხსნება, რჩება აბსოლუტურ ნულზე. ცხადია, ამ იდეას ჭირდება გამაგრება საქართველოდანაც და ეს პასუხი იყო, რაც გასცა პრემიერმა. თქვა, რომ ამაზე იფიქრებს. პირდაპირ ვერ იტყოდა, რომ თანახმაა და თავს ვერ დაიქნევდა, თან, როგორც ამბობს, მიდის, სად მიდის- გაურკვეველია. “

 

უმცირესობის კიდევ ერთი წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის მსგავსი განცხადებები ქვეყანას აზიანებს:

 

“მე ვთვლი, რომ ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა. ასეთი განცხადება აზიანებს საქართველოს პროდასავლურ კურსს, იმიტომ, რომ რამდენადაც შემდეგ რუსი ჩინოვნიკები საუბრობენ საქართველოზე, მათ ციტატები მოჰყავთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან. მე ვთვლი, რომ საქართველოს მთავრობაში, საპარლამენტო უმრავლესობაში არიან ჯანსაღი ძალები, ვინც წინ აღუდგება პრემიერ-მინისტრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებებს და შემდეგ ქმედებებს თავისი შედეგებით.

 

კითხვაზე, დაუფიქრებელი იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება, ნადირაშვილი პასუხობს:

 

“როდესაც დღევანდელ პრეკონფერენციას ვუსმინე, ნამდვილად გამიჭირდება შეფასება, რას ამბობს დაუფიქრებლად, რას ამბობს ემოციურად, რას ამბობს გათვლილად. ეს არც პრესკონფერენცია იყო, ეს იყო რინგი ჟურნაისლისტებთან. ეს იყო ყოვლად გაუგებარი რამდენიმესაათიანი აურზაური და სპექტაკლი. ნამდვილად გამიჭირდება შეფასება, ამ ორი თვის დასვენებულმა პრემიერ-მინისტრმა რა როგორ თქვა.”

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  ბიძინა ივანიშვილმა 4 სექტემბერს, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას “ევრაზიულ კავშირში” საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა:

 

“ევრაზიულ კავშირს” რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა?! ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია”.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *