როგორც ივანიშვილმა დღეს, 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასეთი ფარული, მიჩქმალული და დამალული თამაშები, რომელიც პოლიტიკას ახასიათებს, მისი წესი არ არის. შესაბამისად, ინსინუაციები იმის შესახებ, რომ ბურჯანაძე მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატია, ივანიშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.
“მე ერთ რამეს გეტყვით, მე მჩვევია, რომ რასაც ვამბობ შიგნით, ერთი ერთზე გამომაქვს გარეთ… დამალული და მიჩქმალული თამაეშები ჩემი წესი არ არის. ჩვენ დავასახელეთ მარგევლაშვილი”, – განაცხადა მან.
ივანიშვილის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს და იგი პირველივე ტურში დიდი სხვაობით გაიმარჯვებს.
