“საზოგადოებრივი მაუწყებელი კანონით მაუწყებლობს სამ არხზე. მესამე არხი იყო პიკი, ახლა ის არხი დახურულია და ჩვენ ვგეგმავთ, რომ იმ სიხშირეზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, დავიწყოთ კულტურის არხი, ოღონდ, რა თქმა უნდა, წელს ეს არ მოხერხდება. ჩვენ ვმუშაობთ კონცეფციაზე. ჩვენ გვინდოდა ამის დაწყება, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო… ბორდთან არაერთხელ განვიხილეთ ეს თემა. ამ არხის მაუწყებლობას ალბათ იქითა წლიდან დავიწყებთ, თუ ბორდი ამას დაამტკიცებს”, – განაცხადა მან.

 

ბარათაშვილის მოადგილე ტელემაუწყებლობის დარგში გოგა ჩართოლანი კი აცხადებს, რომ ამ საკითხის განხილვა კულტურის სამინისტროსთან ერთადაც მოხდა.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *