“27–ში არა მარტო ჩვენ, ყველანი, ასევე ისინიც, ვისაც ვიცნობთ, ვინც პატივს გვცემს, ვისაც ხვალინდელი დღის იმედი ჩვენი პირადი ურთიერთობით უნდა გავუღვივოთ, მე მინდა, რომ 27 ოქტომბერს ყველა მოვიდეს. როდესაც 41–ს შემოხაზავს, იცოდეს, რომ უბრალოდ პრეზიდენტს კი არ ირჩევს, არამედ, რეალურად ახალ პოლიტიკურ რეალობას ქმნის. ამ ახალ რეალობაში ძალიან ნათლად უნდა გამოჩნდეს, რომ ხალხი და მთავრობა ერთად ვართ. აქ უბრალო მოგება შესაძლებელი ჩემთვის საპრეზიდენტო თანამდებობის გარანტია იყოს, მაგრამ ეს არ არის სწორი, აქ უნდა იყოს ძალიან სერიოზული მოგება, რადგან ის კითხვები, რომ იქნებ კოაბიტაცია სწორია, ამ ქვეყანაში წერტილი დაესვას”– განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამომრჩევლებთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.
