“ნეტგაზეთთან” საუბარში ჩილინგარაშვილი თავს იკავებს დააკონკრეტოს თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა მეჩეთზე მიმაგრებული მინარეთი. იგი ორივე აქციაზე მისვლის მიზეზეზს ასე ხსნის:
“მე ვარ ამ რაიონის დეპუტატი. მოთხოვნები აქვთ მუსლიმ მოსახლეობასაც და მართლმადიდებელ მოსახლეობასაც. მე, გულში ჩემთვის, რაც არ უნდა მქონდეს გადაწყვეტილი, ვერც ერთი მოსახლეობის მხარს ვერ დავიჭერ, მაგრამ როგორც ვიდექი 2 დღის განმავლობაში მუსლიმი მოსახლეობის მიტინგზე, რომელიც აპროტესტებდა ამ მინარეთის აღებას (და მე ვაწყანარებდი ამ ხალხს), იგივე ვარიანტში მივედი მართლმადიდებელ მოსახლეობასთან… მე თვითონ მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ყველა ჩემი ძმები არიან მუსლიმებიც და მართლმადიდებლებიც, და ამათთვისაც [მართლმადიდებლებისთვის] მინდოდად ამეხსნა, რომ იქნებ დავსხდეთ და დიალოგის გზით მოვაგვაროთ სიტუაცია”, – განაცხადა ჩილინგარაშვილმა, რომელსაც მართლმადიდებლების მიერ გამართულ აქციაზე მოსახლეობასთან შელაპარაკება მოუვიდა და ტერიტორია მალევე დატოვა.
იგი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რაიონში რელიგიურ ნიადაგზე სიტუაციის დაძაბვას ნაცმოძრაობა ცდილობს:
“რატომღაც ამ მთავრობას უნდა, რომ ეს დაუკავშიროს პოლიტიკას და ეს პოლიტიკა არ არის ის. ადამიანი, ვინც შეეცდება, რომ ეს ამბავი პოლიტიკას დაუკავშიროს, არის საქართველოს მტერი. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ რელიგიურ ნიადაგზე სიტუაციის ესკალაცია დაიწყოს. როგორ შეეძლო ნაციონალურ მოძრობას, რომელიც უკვე 10 თვეა ოპოზიციაშია, შემოეტანინებინა მინარეთი, განებაჟებინა, ჩამოეტანა ადიგენში დაედგა…”.
