ჰასანი დამნაშავედ სცნეს 2009 წელს ტეხასში, ფორტ ჰუდის სამხედრო ბაზაზე მომხდარ მასობრივ მკველობაში. გამოძიების მტკიცებით, ჰასანმა 200-ჯერ გაისროლა და, ჯამში, 13 სამხედრო მოკლა, ხოლო 32 დაჭრა.
გამოძიების მტკიცებით, ამერიკაში დაბადებული მუსლიმი ჰასანი, რომელიც, ეფ-ბი-აის მტკიცებით, ალ-ქაიდასთან კონტაქტობდა, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში უნდა გამგზავრებულიყო, თუმცა მან ეს არ ისურვა და ტყვიამფრქვევით მასობრივი მკვლელობა ჩაიდინა.

