აღნიშნული შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გავრცელდა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ შპს “არტესმა” სახელმწიფოს მიერ დაფუძნებით, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდის დაკვეთით, ქალაქ თბილისში 2009 წლიდან 2012 წლის ბოლომდე საბიუჯეტო დაფინანსებით შეასრულა კალაუბნის, აღმაშენებლის გამზრის, მარჯანიშვილის ქუჩის და ზაარბრიუკენის მოედნის სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოები, რა დროსაც შპს “არტესის” დამფუძნებელმა, ზაზა კაპანაძემ, ამავე საწარმოს არაოფიციალურ დამფუძნებელ გია ნაცვლიშვილთან ერთად, ძველი ქალაქის რეაბილიტაციის და განვითარების ფონდის იმჟამინდელი ხელმძღვანელის, სერგო ქავთარაძის დახმარებით, საბიუჯეტო თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება ფიქტიურად გაზარდეს, რითაც ისინი თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნისლ 4 520 108 ლარს.”– განაცხადეს სპეციალურ ბრიფინგზე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ გია ნაცვლიშვილმა და ზაზა კაპანაძემ დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი თანხების ლეგალიზაციის მიზნით შპს “არტესისგან” დივიდენდის სახით გაიტანეს და კანონიერი სახის მისაცემად შეიტანეს მათ მიერვე დაფუძნებულ შპს “AVANTE HOSPITAL MANAGMENT GROUP”-ში.
