სტატიის ავტორი  Jim Armitage წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა და გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი პროდასავლური პარტია მის მიერ შექმნილი კოალიციის დახმარებით დაამარცხა, აზრის გამოთქმისას უფრო ფრთხილი უნდა იყოს:

 

“როდესაც ბანკში 6 მილიარდი გაქვს, ეს საკმარისია იმისათვის, რომ მარტივად გამოხატო საკუთარი აზრი. მაგრამ საქართველოს ახალი მილიარდერი პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ალბათ უფრო ფრთხილი უნდა იყოს”

 

ავტორი ასევე წერს, რომ ზოგიერთი დასავლური მთავრობა შიშობს, რომ ივანიშვილს საქართველოს რუსეთში დაბრუნება სურს, თუმცა თავად ივანიშვილი აცხადებს, რომ მას დასავლეთთან და აღმოსავლეთთან მეგობრობა სურს და უნდა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

 

“მაგრამ მისმა მთავრობამ სააკაშვილის ხელისუფლების ათეულობით წარმომადგენელი დააპატიმრა კორუფციის ბრალდებით. გუშინ კი განაცხადა, რომ მართლსაჯულების წინაშე თავად სააკაშვილიც შეიძლება წარდგეს, როგორც ქვეყნის მმართველი, რომელიც “კორუფციაში იხრჩობოდა.”

 

ავტორი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოხატა შეშფოთება ამ დაკავებებთან დაკავშირებით და კვლავ სამართლიანად გამოხატავს შეშფოთებას ბოლო განცხადების გამოც. 

 

” თუ ივანიშვილი სერიოზულად ცდილობს კავშირის შენარჩუნებას დასავლეთთან, მან უნდა შეწყვიტოს სასამართლოთი მუქარა ოპოზიციის გასაჩუმებლად. ასეთი საუბრები, შესაძლოა, კარგია მოსკოვისთვის, მაგრამ დასავლეთს, შესაძლოა, სხვა შეხედულება ჰქონდეს ამ საკითხზე”

 

ბლუმბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს კორუფციასთან დაკავშირებით. 

 

 “კანონის წინაშე ყველა თანასწორია. საქართველო ელიტურ კორუფციაში იხრჩობოდა და სააკაშვილს, როგორც მინიმუმ, უნდა სცოდნოდა ამის შესახებ, ან შეიძლება ჩართულიც კი ყოფილიყო მასში”, – ამბობს ივანიშვილი და დასძენს, რომ ყველაფერი გამოძიებასა და სასამართლოზეა დამოკიდებული, თუმცა სააკაშვილის მიმართ გარკვეული საკითხები არსებობს.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *