“ალასანიას, რომ არ ეთქვა, რომ ჩემმა მთავრობამ ბევრი რამე გააკეთა, ეს შეგიძლიათ გახვიდეთ და ხალხს ჰკითხოთ, და ყველა გეტყვით, რომ ჩვენმა მთავრობამ გააკეთა უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე გაკეთებულა. ის დღევანდელ მთავრობაში ნამდვილად არის ყველაზე ადეკვატური მინისტრიც და მთავრობის წევრიც. ეს ნამდვილად ასეა და, მე ვფიქრობ, ეს განცხადება ამას მხოლოდ ადასტურებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ირაკლი ალასანიამ აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტების საქმიანობა შეაფასა და განაცხადა, რომ პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, მეორე პრეზიდენტმა, შევარდნაძემ კი ნატოსა და ევროკავშირზე დაიწყო ლაპარაკი, ხოლო სააკაშვილმა პროგრესის მისაღწევად უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო ქვეყნის მოდერნიზაციის კუთხით.
