“საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, წარადგენს პრეზიდენტი. მინდა განვაცხადო, რომ ჩემი, როგორც პრეზიდენტის, სურვილიც და ვალდებულებაც არის კონსულტაციების პროცესი გაიმართოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მონაწილეობით, რომლებსაც აქვთ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების გამოცდილება და საზოგადოების ნდობა. მე მინდა პირდაპირ შევთავაზო სამართლიან არჩევნებს – ნინო ლომჯარიას, საერთაშორისო გამჭვირვალეობას – ეკა გიგაურს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას – კახა კოჟორიძეს, მზად ვარ წარვადგინო პირადად ნებისმიერი თქვენგანის კანდიდატურა ან ნებისმიერი პირი, რომელიც თქვენს ერთიან, შეთანხმებულ კანდიდატად იქნება წარმოდგენილი.

მზად ვარ, მომავალ კვირაში, ყოფილი თავმჯდომარის გადადგომის კანონიერად ძალაში შესვლის შემდეგ, გავმართო კონსულტაციები თქვენთან და სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერ სხვა წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ცესკო–ს თავმჯდომარე რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დაინიშნოს.

 

ცესკო–ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა 12 აგვისტოს დატოვა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *