ნოდარ ხადური ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო კანცელარიაში გაგზავნილ წერილში გამოთქმულ შენიშვნებს არ იზარებს: 

 

“მე შემიძლია გითხრათ, რომ შავი ჯიპი არ მაქვს, ჩემი ნაცრისფერია. მეორე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არც ერთი ხელმძღვანელი პირი მთაწმინდის პარკის რესტორნამდე ჯიპით არასოდეს არ მისულა. ამისათვის არის ავტოსადგომი, რომელსაც ვიყენებთ, რომ მივიდეთ მთაწმინდის პარკში არა მხოლოდ რესტორანში, არამედ შესაძლებელია ბავშვებთან ერთდ ვისეირნოთ.”  

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

“სხვადასხვა სამთავრობო უწყებების პირველი პირები სისტემატურად, ნებისმიერ დროს, ითხოვენ გადაადგილებას პარკის ტერიტორიაზე, რესტორნის მიმართულებით”, – ნათქვამია წერილში, რომელიც მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციამ სახელმწიფო კანცელარიას გაუგზავნა.

 

კანცელარიაში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ წერილი, რომელიც 21 აგვისტოს გავრცელდა, ნამდვილად დარეგისტრირდა. 

 

პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, სამთავრობო უწყებების წარმოამადგენლების ასეთი მოთხოვნა “პარკის ვიზიტორებს უქმნის სერიოზულ დისკომფორტს, რის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას”.

 

“დამეთანხმებით, ნამდვილად არ გამოიყურება ესთეტიურად დაცვის თანმხლები შავი ჯიპების კოლონა, ბავშვებით და უცხოელებით სავსე პარკის შუაგულში. მოგეხსენებათ, ასეთ პრეცედენტს ვერ ნახავთ მსოფლიოს ვერც ერთ პარკში”, -წერია  წერილში.

 

ამასთან, პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არსებობს პარკირების  სპეციალური ადგილი, რომელიც გამოუყვეს  რესტორანს და იგი  რესტორნიდან 20-30 მეტრითაა დაშორებული.

 

მთაწმინდის პარკის ადმინისტრაცია მთავრობის კანცელარიას დახმარების თხოვნით მიმართავს, რომ უზრუნველყონ სამთავრობო სექტორის ინფორმირება, რათა მომავალში ავტომანქანები გააჩერონ გამოყოფილ ავტოსადგომზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *