პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პარტიებს წლის ბოლომდე ისეთი მოდელის შემუშავებისკენ მოუწოდებს, რომელიც უფრო გამართული იქნება:

 

“საუბარი იმის შესახებ, რომ სხვა თემები გვაინტერესებდა და ფული რა შუაშია, არ უნდა იყოს. პოლიტიკურ პარტიებს ფული სჭირდება, რადგან ვიცით, სადამდე მიდის არასწორი ფული და არასწორი დაფინანსება. მომზადებული მოდელით ყველა ის პარტია, ვისაც დაფინანსება ეკუთვნოდა, გაორმაგებულ დაფინანსებას მიიღებს. ერთჯერად დაფინასებას მიიღებენ პარტიები, ვისაც დაფინანსება არ ეკუთვნოდა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ”.

 

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პარტიების დაფინანსება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არ უნდა იცვლებოდეს:

 

“პარტიების დაფინანსების საკითხის განხილვა თავიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩავთვალეთ უპრიანად, თუმცა, რადგან ეს თემა ყველასთვის ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ გადმოგვეწია. მე ეს მოდელი არ მომწონს. პარტიების დაფინანსება არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არ უნდა იცვლებოდეს. ახალი წესი დროებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე იმუშავებს, ხოლო ადგილობრივი არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი ფორმულა შემუშავდება. “

 

“საარჩევნო კოდექსში” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონში ცვლილებები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *