საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაიორმა ოტელო ვახტანგის ძე გულბიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

 

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოსამსახურე აღდგენილი, ხელით სასროლი იარაღის გამოცდის ჩატარების სროლის ხელმძღვანელად იყო დანიშნული.

 

თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

ქართველი სამხედრო დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს სამხედროს გადარჩენა. მაიორი გულბიანი კლინიკაში დაახლოებით 19:00 საათზე გარდაიცვალა. 

ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ბოლოს იგი გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი იყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედროს, მაიორ ოტელო გულბიანის ოჯახს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *