მემორანდუმი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროექტის „პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროგრამა: ჩემი პარლამენტი“ ფარგლებში ფორმდება. ამ პროექტს ორგანიზაცია 2012 წლიდან ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ შექმნა საპარლამენტო მონიტორინგის ახალი ვებგვერდი ChemiParlamenti.ge. ორგანიზაცია ასევე რეგულარულად აგზავნის SMS შეტყობინებებს საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, აწარმოებს კანონპროექტების ანალიზს და ყოველ კვირას წერს და ავრცელებს საპარლამენტო ამბების პოდკასტს.
“დღეს, ამ ოფიციალური ცერემონიით დასრულდა ჩვენს შორის მრავალწლიანი მოლაპარაკებები საქართველოს ერთ–ერთ წამყვან ორგანიზაციასთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ძალიან მნიშვნელოვან და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსასც საფუძველი მართლაც ბევრი წლის წინ ჩაეყარა. ჩვენი პარლამენტის მიზანი რა თქმა უნდა არის სწორედ ის, რომ ქვეყანაში დამკვიდრდეს გამჭვირვალე დმოკრატია, ანგარიშვალდებული დმოკრატია, ისეთი სისტემა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება არის კარგად გააზრებული და მასში მონაწილეობს საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს მსოახლეობაა პირველ რიგში ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა გადაწყვეტილებები მიიღება და როგორ მიიღება,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
პროექტი “პარლამენტის საქმიანობის მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პროგრამა: ჩემი პარლამეტი” ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.
