აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად პარლამენტმა მისგან გამომდინარე კანონპროექტებიც მიიღო. კერძოდ,” საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, “მეწარმათა შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ და “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები.
“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის” შესახებ კანონით რეგულირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მოპოვების, შეწყვეტის, მონოტორინგის, მათთვის შეღავათების დაწესებისა და მათი საქმიანობის საკითხი.
კანონპროექტის თანახმად, უნდა შეიქმნას კერძო სამართლის არაკომერციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც გაერთიანებულ ფერმერებს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს მიანიჭებს.
ასოციაციის დაფუძნებამდე სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაზღვრავს.
კანონპროექტის მეთორმეტე მუხლის თანახმად, სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივი წევრთა პაით იქმნება: (საპაიო ფონდში წევრის შეტანილი ფულის, ან ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით) სამეწარმეო საქმიანობით მიღებული მოგებით, გრანტით ან სხვა წყაროებით.
სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის საქმინობის სფეროა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, გადამუშავება, დაფასოება, შეფუთვა და რეალიზაცია.
