“უამრავი მუხლია ჩადებული ამ კანონში, რომელიც დასაქმებულის ინტერესებზე მუშაობს. რამდენი შემოტევა იყო, რომ პროფკავშირი არ გამხდარიყო ექსკლუზიური მონაწილე მოლაპარაკებებისა, ჩვენ ეს წესები დავიცავით და არ დავთმეთ არც ერთი გოჯი ამ მიმართულებით. იმისათვის, რომ კანონი გავიდეს, გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებს ანგარიში უნდა გავუწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი შეიძლება ვერ გავიდეს. გასაგებია, რომ უამრავი მხარე იყო და ყველას აბსოლუტურად ყველა მოთხოვნას ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებდით იმიტომ, რომ ერთი მხარის მოთხოვნა რომ დააკმაყოფილო, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მხარის მოთხოვნა არ უნდა დააკმაყოფილო. რაღაცა კომპრომისებზე წასვლა მოგვიხდა, მაგრამ ახლა ასეთი შეფასებები, რომ ეს არის დისკრიმინაციული კანონი, არის უარესი, ვიდრე იყო, ეს უბრალოდ არ შეესაბამება სინამდვილეს”, – აცხადებს ბარამიძე.
საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, გუშინ უმრავლესობის შიგნით შედგა შეთანხმება შრომის კოდექსის სადავო მუხლებთან დაკავშირებით, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან პროფკავშირების წარმომადგენლები.
“პროფკავშირებთან ჩვენ რატომ უნდა შევთანხმებულიყავით? მე შევთანხმდი პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. სათითაოდ ყველასთან ხომ ვერ ვივლი შესათანხმებლად, არა? წარმოიდგინეთ, ბიზნესის ასოციაციიდან რამდენი ადამიანია და ქუჩაში ხომ არ გავალ და ხომ არ ვივლი? შეთანხმება იგულისხმება კომიტეტის წევრებში და პარლამენტის წარმომადგენლებთან. უმცირესობა არ იყო. გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციისას შევთანხმდით”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, “შრომის კოდექსის სახეცვლილ ვარიანტში დასაქმებულთა ხმა არ ისმის და ის ბიზნესმენთა ერთ ჯგუფზეა მორგებული”.
პროფკავშირები რამდენიმე მუხლს გამოყოფენ, რომელიც კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტში მათთვის მისაღები იყო, ხოლო ამჯერად კატეგორიულად არ ეთანხმებიან:
| I მოსმენით მიღებული | III მოსმენაზე წარსადგენი |
|
მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი (დამსაქმებელთა გაერთიანება) და დასაქმებული (პროფესიული კავშირი).“ |
მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი ან დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებული ან დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #87 და #98 კონვენციებით გათვალისწინებული მიზნებითა და წესით (ქვემოთ „დასაქმებულთა გაერთიანება“).“ |
|
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი პროფესიული კავშირი.“ |
მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. კოლექტიური შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან ერთი ან მეტი დამსაქმებელი ან ერთი ან მეტი დამსაქმებელთა გაერთიანება და ერთი ან მეტი დასაქმებულთა გაერთიანება.“
|
|
მე-6 მუხლს (შრომითი ხელშეკრულების დადება): ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 და 12 პუნქტები: „11. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს. 12. შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია: ა) კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებასთან; ბ) სეზონურ სამუშაოსთან; გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან; დ) შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლებასთან; ე) სხვა ობიექტურ გარემოებებთან, რაც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების მიზანს.“. |
მე-6 მუხლს: ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12, 13, 14, 15 და 16 პუნქტები: „11. შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად იდება წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს. 12. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა ერთი წლით ან მეტით განისაზღვრება, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოს შესრულება დაკავშირებულია: ა) კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულებასთან; ბ) სეზონურ სამუშაოსთან; გ) სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან; დ) შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლებასთან; ე) სხვა ობიექტურ გარემოებებთან, რაც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების მიზანს. 13. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, აგრეთვე, შრომითი ურთიერთობა, რომელიც გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება უვადო შრომით ხელშეკრულებად. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველის მოქმედების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში. 14. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადებაზე ამ მუხლით დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მეწარმე სუბიექტზე, თუ მისი სახელმწიფო რეგისტრაციიდან არ გასულა 48 თვე („დამწყები საწარმო“) და იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს (ასეთი პირობების დადგენის შემთხვევაში), იმ პირობით, რომ ამ პუნქტის მიზნებისთვის ვადიანი ხელშეკრულების ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. 15. ამ მუხლის 14 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტზე, რომელიც შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, სხვა მეწარმე სუბიექტის აქტივების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემის ან რაიმე თვალთმაქცური გარიგების საფუძველზე. 16. გარდა ამ მუხლის 12 ნაწილის ,,ა“ – ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ შრომითი ურთიერთობა დაწყებულია ამ მუხლის 14 ნაწილით გათვალისწინებულ 48 თვიან პერიოდში, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.“ |
|
მე-14 მუხლის (სამუშაო დროის ხანგრძლივობა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.“. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „1.1 იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24 საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილნი არიან დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და ნამუშევარი საათების ადექვატური დროის დასვენების პირობით. |
მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი მუშაობის უწყვეტ რეჟიმს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო.“ მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „1.1 იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24 საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილნი არიან დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და ნამუშევარი საათების ადექვატური დროის დასვენების პირობით.“
|
|
„261. დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულისათვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულს ეძლევა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.“ |
„261. დამატებითი შვებულება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულისათვის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებულს ეძლევა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღით.“
|
|
მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი 1. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით 30 კალენდარული დღის ვადაში. |
მუხლი 38. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი 1. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით 30 კალენდარული დღის ვადაში. 11. დამსაქმებლის მიერ ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ ორი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. 3. დასაქმებულს უფლება აქვს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დამსაქმებელს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. 4. დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. 5. დასაქმებულს უფლება აქვს წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. 6. თუ დამსაქმებელი მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივ გარემოებებზე მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. 7. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ურთიერთობა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
|
|
„მუხლი 381. მასობრივი დათხოვნა 1. ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 15 კალდენდარული დღის განმავლობაში, სულ მცირე, 100 დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის (მასობრივი დათხოვნის) შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია მასობრივ დათხოვნამდე, სულ მცირე, 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიმართ არ მოქმედებს ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათვალისწინებული გაფრთხილების ვადები.“ |
|
|
41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 41. ზოგადი დებულებანი 1. კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ პროფესიულ კავშირს შორის. |
„მუხლი 41. ზოგადი დებულებანი 1. კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ დასაქმებულთა გაერთიანებას შორის. |
შრომის კოდექსის ის ვარიანტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ თავდაპირველად წარადგინა პარლამენტში, არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკის საგნად იქცა. მარგველაშვილმა მას “როზა ლუქსემბურგის ოცნების” კოდექსი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ბიზნესს და შეამცირებდა სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. პარლამენტმა შრომის კოდექსი მეორე მოსმენით, რამდენიმე სადავო მუხლის გარეშე, დაამტკიცა, თუმცა გუშინ ამ სადავო მუხლებზეც შეთანხმდნენ დეპუტატები და კანონპროექტი უკვე მესამე მოსმენისთვის მზად არის.
