მისი თქმით, მოსამზადებელ სხდოემბზე დასწრება მედიას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეეძლებათ.

“ვისაც სურს დაესწროს შეხვედრებს, ეს სხდომები იქენება ღია, თვალყური ადევნოს რა ეტაპზე ვართ და რა საკითხებს ვიხილავთ. მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სამი სხდომა ჩატარდა, ყველა სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ. შემდეგი სხდომა ჩატარდება ორშაბათს. ყველას შეუძლია მოვიდეს და დაესწროს” –ეს განცახდება კოტე კუბლაშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემა “დიალოგში” გააკეთა.    

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

კუბლაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს არჩევნები და მოსამართლეთა კონფერენცია ჩატარდება აბსოლიტურად გამჭვირვალედ:”რაც შეეხება თარიღს, თითქმის შევთანხმდით, 2 ივნისს უნდა გაიმართოს მოსამართლეთა კონფერენცია. ორშაბათს უკვე იქნება ამოქმედებული კანონი იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შესახებ და  კონფერენციის თარიღზე უფრო ზუსტ განცხადებას გავაკეთებთ. ჩემი ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე დღეს  მოაწერს ხელს კანონპროექტს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების შესახებ და მას ხვალ კანონის ძალა ექნება.” 

 

კუბლაშვილის განცახდებით, როცა “ვენეციის კომისიის” დასკვნის შემდეგ კანონპროექტი ცვლილებებით გადაეგზავნა პარლამენტს და ეს პროექტი ეწინააღმდეგებოდა ვენეციის კომისიის დასკვნას, რადგან საკითხი გადავიდა პოლიტიკურ ნაწილში, სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესში არ ჩარეულა:”ჩვენ არ ჩავერეოდით ამ საკითხში. ეს ასეც მოხდა და ასეც გავაკეთეთ. მას შემეგ, რაც უკვე მიღებულია კანონი და პრეზიდენტის ვეტო გადალახულია, ახლა ხელმოწერა დარჩა და შემდგომ ამოქმედება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მე გავაკეთე განცადება, რომ პროცესში ჩარევის და პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არავის არ ჰქონდა.”  

 

 

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *