ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციათა სამსახური, მეხანძრეები, მაშველები და სპეცტექნიკა. ისინი ცდილობენ თავიდან აიცილონ ნავთობპროდუქტების აალება, ხოლო დარჩენილი საწვავი ვაგონებიდან ამოტუმბონ.
თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების სამსახურის უფროსის, თემურ გიორგაძის განცხადებით, ვაგონებს 240 ტონა საწვავი გადაჰქონდა:
“იყო საშიშროება, რომ საწვავი დასახლებული პუნქტისკენ წასულიყო, მაგრამ ამ დროისთვის უკვე გაკეთდა საწვავის ლოკალიზაცია, მოსულია ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ჩვენი სამსახური სრულადაა მობილიზებული და ვაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა თემურ გიორგაძემ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ვაგონის გადაბრუნების მიზეზი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
