“ყველა ქალის დანიშნულება დედობაა, მამაკაცი ფიზიკურად ძლიერად შექმნა უფალმა, ქალი ყველაფერს ვერ უძლებს, მაგრამ ქალს ძალიან ბევრი რამ მისცა. ღვთისმშობლის მაგალითზე ჩვენ ვხედავთ, რომ ქალი არანაკლები გონიერებით დააჯილდოვა, თუ არა მეტი გონიერებით და ჭკუით, ვიდრე კაცი. ფიზიკური სისუსტე შეივსო იმით, რომ ქალს აქვს მოსიყვარულე გული, ქალი მზად არის იმისთვის, რომ მსხვერპლად შეეწიროს, იქნება ეს ოჯახის წევრი, მეუღლე, ქვეყანა თუ სხვა რამ, ყოველთვის მზად არის დიდი გმირობისათვის. საქართველოს ისტორია ყველამ კარგად ვიცით და ნებისმიერ ომში ძალინ დიდი მსხვერპლი გვქონდა და რა ხდებოდა მაშინ. კაცების გასაკეთებელს ქალები აკეთებდნენ, ისე ზრდიდნენ საკუთარ ვაჟებს, რომ სხვა ქვეყანაში შეიძლება ვაჟკაცებს ვერ აღეზარდათ ისეთი ვაჟკაცები. ამიტომ ყველამ დიდი პატივი უნდა ვცეთ ჩვენს დედებს, დებს, შვილებს გოგონებს, მათში ძალიან დიდი რამ არის. ისინი ჭკუით აღსავსეები არიან და ეს უნდა გამოიყენონ, მოახმარონ ოჯახის გაძლიერებას, მეუღლესთან ურთიერთობას, ქვეყნის ძლიერებას, ჩვენ ქვეყანას არ ესწავლება ქალის პატივის მიგება”– განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა. 

 

მან ასევე 9 აპრილთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველას უნდა ახსოვდეს, ის სისხლი ტყუილად არ დაიღვარა:

 

“არამედ ავაშენეთ ძლიერი ქვეყანა”

 

ხარებასთან დაკავშირებულ ქადაგებას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *