“რა თმქა უნდა, მე კონსულტაციებში ვარ ჩართული, მე და დავით უსუფაშვილი, ქალბატონი თინაც იყო ჩვენთან დღეს, საათნახევარზე მეტს ვსაუბრობდით ამ თემასთან დაკავშირებით და აქტიურად ვმუშაობთ. მე მგონია, რომ აქაც ღირსეულად გადავწყვეტთ ამ თემას”, – განაცხადა ივანიშვილმა დღეს, 27 მარტს, საკუთარ ოფისში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ.
პროექტის მიხედვით, იცვლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი, ასევე უქმდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ექსკლუზიური უფლებამოსილება, წარადგინოს საბჭოს მოსამართლე წევრების კანდიდატურები და ეს უფლება ენიჭება მოსამართლეთა კონფერენციის ნებისმიერ მონაწილეს. ამასთან, კანონპროექტი გამორიცხავს საბჭოს წევრის არჩევას მეორე ვადით.
