ორგანიზატორების განცხადებით, კონცერტი სავარაუდოდ დღეს, 11 საათზე დაიწყება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 24 მარტს თბილისში, გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსულ დრამატულ თეატრში  კონცერტია დაგეგმილი ანდრეი მაკარევიჩის, ევგენი ბორეცის ტრიოს, დუეტი Brill Brothers–ის და მომღერალ ეთერ ბერიაშვილის მონაწილეობით. 

 

კონცერტის ორგანიზატორია საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბი“. თბილისელი მაყურებლისთვის წარმოდგენილი იქნება პროგრამა „ჯაზური ტრანსფორმაციები“.  ბილეთების ფასი – 25-50 ლარია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *