“ჯერჯერობით ვიცით, რომ 11 სახლზეა გადახდილი სახურავი, ზოგიერთზე მთლიანად გადახდილია, ზოგიერთზე კი ნაწილობრივ დაზიანებაა. სახლები დაზინადა ხელვაჩაურის რაიონში სოფელ მახინჯაურში, ორთაბათუმში, ახალსოფელში, ჯერჯერობით ყველა სოფლიდან არ გვაქვს ინფორმაცია დავალებულია და ამოწმებენ”– “ნეტგაზეთს” განუცხადა ნოდარ თურმანიძემ.
მისივე თქმით, ზარალის სრულად დათვლის შემდეგ გადაწყდება, ვინ აანაზღაურებს მას. თურმანიძე ამბობს, რომ თუ მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებს ზარალის ანაზღაურებას, ისინი მთავრობას მიმართავენ.
