“როგორ შეიძლება მე ვინმეს ჩავაბარო რამე, რაც ჩემი არაა, პიჯაკი შეიძლება ჩავაბარო ჩემი, მაგრამ ფოთი ჩემი საკუთრება არაა. თქვენ თუ ამის ფაქტები გაქვთ, რომ ბესელია ამბობს, რომ მე მას ჩავაბარე ფოთი, გარწმუნებთ, საკმარისი იქნება და ის პარტიიდან გაირიცხება. ის გუნდიდან გაირიცხება მხოლოდ ამ ფრაზისთვის. ეს არის ამაზრზენი, რომ მე თავს უფლება მივცე, ეს ვუთხრა ბესელიას და შემდეგ ბესელია ამას ამბობდეს. ეს წარმოუდგენელია ჩემთვის და აბსოლუტურად მიუღებელია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მას შემდეგ, რაც ელისო ჯანაშიამ განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება ბესელიამ პირად საუბარში გააკეთა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს, პრემიერ–მინისტრმა მას კორექტულობისკენ მოუწოდ:

“ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ძალიან გთხოვთ, კორექტულები იყავით”, – განაცხადა ივანიშვილმა.


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *