კანის რიგით 70-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო რუბენ ოსტლუნდის ფილმს “მოედანი” (The Square) გადაეცა. გრანპრი მიიღო ფილმმა “120 დატყმა წამში” (120 Beats Per Minute).

ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო რეჟისორის ტიტული 2017 წელს სოფია კოპოლას გადაეცა.

ფესტივალის 70-ე იუბილესთან დაკავშირებით დაწესებული ჟიურის პრიზი გადაეცა მსახიობ ნიკოლ კიდმანს.

წელს საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა ხოაკინ ფენიქსი ფილმისთვის “შენ ნამდვილად არასდროს ყოფილხარ აქ” (You Were Never Really Here). საუკეთესო მსახიობი ქალი დაიანა კრუგერია ფილმში “In the Fade” შესრულებული როლისთვის. ჟიურის პრიზი გადაეცა ანდრეი ზვიანგიცევის ფილმს “უსიყვარულო” (Loveless).

კანის კინოფესტივალი წელს 17 მაისს არნო ესპლეჩინის ფილმით “ისმაელის მოჩვენება” გაიხსნა და 28 მაისამდე გაგრძელდა.

რუბენ ოსტლუნდის რეაქცია გამარჯვების შემდეგ 28.05.17 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
რუბენ ოსტლუნდის რეაქცია გამარჯვების შემდეგ 28.05.17 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
წლის საუკეთესო მსახიობი ქალი - დაიანა კრუგერი 28.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER
წლის საუკეთესო მსახიობი ქალი – დაიანა კრუგერი 28.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER
რობიკ კამპილომ გრანპრი დაიმსახურა 28.05.17 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
რობიკ კამპილომ გრანპრი დაიმსახურა 28.05.17 ფოტო: EPA/IAN LANGSDON
ხოაკინ ფენიქსი საუკეთესო მსახიობის ჯილდოთი მსახიობ ჯესიკა ჩეტეინთან ერთად 28.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER
ხოაკინ ფენიქსი საუკეთესო მსახიობის ჯილდოთი მსახიობ ჯესიკა ჩეტეინთან ერთად 28.05.17 ფოტო: EPA/SEBASTIEN NOGIER

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *