„საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის მოდელისა და ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმის (GEMM 2015) განხორციელების შესახებ“ პროექტის ინიცირების შეთანხმების ფარგლებში, მომზადდება ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელი, რომლის მიზანია ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით კერძო სექტორის განვითარება, გადაცემის სისტემის, ვაჭრობის ინსტრუმენტებისა და საინვესტიციო რისკების შემცირების მექანიზმების დახვეწა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ჰიდროენერგიის მწარმოებლებს მიერ ელექტროენერგიის გაყიდვას თურქეთის და სხვა რეგიონალურ მზარდ და კონკურენტულ ბაზრებზე.

მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება სპეცილაური ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი პაკეტის მომზადებაში. ჯგუფი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, USAID-ს, „საქართველოს სახელმწოფო ელექტროსისტემის“, “ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებით, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტებით დაკომპლექტდება.
მოდელზე მუშაობა 2014 წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მისი იმპლემენტაცია 2015 წლიდან დაიწყება.
