მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს მოქალაქეებთან ერთად აღმასულებელი ხელისუფლების მოქმედმა და ყოფილმა წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატებმა, თბილისის მერმა და სხვა საჯარო პირებმა მიუსამძიმრეს.
შეკრებილები სინანულს გამოთქვამდნენ გივი ბერიკაშვილის გარდაცვლების გამო და აღნიშნავდნენ, რომ საქართველომ სამაგალითო მოქალაქე დაკარგა.









პანაშვიდზე ოჯახთან ერთად მივიდა საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მან თეატრი კომენტარის გარეშე დატოვა.













სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ გივი ბერიკაშვილი ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. თეატრიდან გამოსვენების დროს მას ბოლოჯერ დაუკრეს ტაში. მსახიობი 10 აპრილს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.
