დღეს, 18 ნოემბერს, მიხეილ ყაველაშვილი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე აირჩიეს. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ რატომ თვლის საკუთარ თავს კომპეტენტურად ამ პოზიციაზე.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, სპორტი ახალგაზრდობასთან ასოცირდება. მისივე განმარტებით, საკმაოდ ამბიციური პროექტების განხორციელებას აპირებს.
“სფერო, რომელსაც სპორტი და ახალგაზრდობა ჰქვია… სპორტიც, ასე ვთქვათ, ახალგაზრდობასთან ასოცირდება. მყავს თანამოაზრეები, რომლებიც ღირსეულად არიან ჩართული და თუ გაინეტერესებთ, ახლა ამის დრო არ არის, ჩვენ ვაპირებთ საკმაოდ ამბიციური პროექტების გამომჟღავნებას და იმედი მაქვს, რომ ამ მხრივადაც… ჩემი აზრითაც, ალბათ, ეს კითხვა იქიდან გამომდინარეობს, რომ მეც ვთვლი, რომ ნაკლები კეთდება… მიუხედავად, რაღაცები კეთდება ამ მიმართულებით, ახალგაზრდების ჩართულობასთან, ინტეგრირებასთან, საზოგადეობაში მათი როლი მაღალი უნდა იყოს”, -განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გარდა დღეს პარლამენტმა დანარჩენი 13 კომიტეტის თავმჯდომარეც აირჩია.
