დუბაის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე “ემირატების ავიახაზების” (Emirates Airline) თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კომპანიის განცხადებით შემთხვევა 3 აგვისტოს 12:45 საათზე მოხდა. თვითმფრინავს, რომელიც ინდოეთიდან მოფრინავდა პრობლემა დაშვებისას შეექმნა.

კომპანია აცხადებს, რომ ბორტზე 275 მგზავრი და მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. ბიბისის ცნობით, ყველა მგზავრი ევაკუირებულია და დაშავებულები არ არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *