ტექნოლოგიები

YouTube ახალ თანამშრომლებს ეძებს

13 მარტი, 2011 • • 1186
YouTube ახალ თანამშრომლებს ეძებს

YouTube 2011 წელს თანამშრომელთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას აპირებს. ამის შესახებ კომპანიამ თავის ოფიციალურ ბლოგზე გამოაცხადა. დღეისათვის YouTube-ში 600 ადამიანზე მეტია დასაქმებული. ვიდეოპორტალი  კი კომპანია გუგლის საკუთრებაა.YouTube 6 წლის წინ დაარსდა.  ადმინისტაციის ცნობით ვიდეოპორტალზე დღეში ჯამში  35 საათის ხანგრძლივობის ვიდეო იტვირთება, რომელთაც ასევე ყოველდღიურად 35 მილიარდამდე ნახვა აქვთ.  YouTube მსოფლიოში მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა Google.com-სა და Facebook-ის შემდეგ.

„საოცარია უყურო იმას,  თუ როგორ გადაიქცა იდეა პლატფორმად, რომლის საშუალებითაც მილიონობით ადამიანი საკუთარ თავს, შესაძლებლობებს გამოხატავს“,- წერს ვიდეოპორტალის ბლოგზე  კომპანიის HR მენეჯერი ჯეფ ფერგიუსონი. მისი თქმით,  YouTube  არის ადგილი, სადაც ვიდეოს საშუალებით მუსიკოსებმა დაიწყეს კარიერა, აქტივისტები მსოფლიოს აცნობენ მნიშვნელოვან მოვლენებს, სადაც ადამიანები საკუთარ ისტორიებს ყვებიან და აქვეყნებენ კრეატიულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ YouTube-ის მსგავსი პლატფორმა და ტექნოლოგიები წარმოქმნიან ყველაზე მრავალფეროვან სახეებსა და ხმებს, რაც კი კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არსებულა, სწორედ ამიტომ გვსიამოვნებს და გვეამაყება აქ მუშაობა. ჩვენ ვეძებთ ტალანტებს მსოფლიოს გარშემო. რატომ არ შემოიგვიერთდები შენც?“-ასრულებს მიმართვას YouTube-ის  HR მენეჯერი ჯეფ ფერგიუსონი.

მიმართვას თან ახლავს ბმული Google-ის რუკაზე, სადაც კომპანიის ოფისებია მონიშნული. საქართველოდან კომპანიის უახლოესი ოფისი რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, სტამბულსა და უკრაინაშია განთავსებული.

ახალი თანამშრომლების დიდი ნაწილი YouTube-ის სათაო ოფისში, კალიფორნიის შტატში, სან ბრუნოში იმუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი