სამხრეთ კავკასიის ამბები

ცოლის წამებაში ბრალდებული, ქართული მხარის მიერ ძებნილი აფხაზეთში დააკავეს

22 დეკემბერი, 2015 • 1789
ცოლის წამებაში ბრალდებული, ქართული მხარის მიერ ძებნილი აფხაზეთში დააკავეს

ცოლის წამებაში ბრალდებული, თბილისის მიერ ძებნილი გოჩა მიქავა აფხაზეთის ტერიტორიაზე დააკავეს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის აგვისტოში ცოლის წამებაში ბრალდებული გოჩა მიქავა დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მიქავა ამჟამად მიმალვაში იმყოფება და მასზე ძებნა არის გამოცხადებული.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 14 დეკემებერს გალში დააკავეს 1979 წელს დაბადებული გოჩა ჯუმბერის ძე მიქავა, რომელიც გალში ნათესავთან ცხოვრობდა.

“2015 წლის გაზაფხულზე მიქავამ აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ის საქართველოს ტერიტორიაზე ძებნილად არის გამოცხადებული”, – წერია აფხაზეთის შს უწყების ცნობაში.

გოჩა მიქავას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი